მოსწავლეები შეძლებენ:
მოიძიონ ინფორმაცია და ერთმანეთს შეადარონ ადამიანის მიერ სასმელი წყლის მოპოვების სხვადასხვა გზა.
გააცნობიერონ წყლის დაბინძურების უარყოფითი გავლენა.
შეაგროვონ ინფორმაცია, ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ.
ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბუკლეტები, თემაზე ,,წყალი სიცოცხლეა."
Friday, October 31, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დავასრულეთ შაბლონებზე მუშაობა.
დავადგინეთ მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტები.
21-ე საუკუნის უნარებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები.
საშინაოდ: მოვიფიქროთ პროექტისთვის სასწავლო მიზნები.
დავადგინეთ მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტები.
21-ე საუკუნის უნარებიდან შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები.
საშინაოდ: მოვიფიქროთ პროექტისთვის სასწავლო მიზნები.
მეორე დღის რეფლექსია
ჯგუფის წევრებმა მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები, ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი იდეები, ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.
დავიწყეთ ბროშურების შექმნაზე მუშაობა, განვმარტეთ თუ როგორ დაეხმარება ბროშურები სასწავლო პროცესს.
დავალებად: მოვამზადოთ მასალა ბროშურებისთვის.
დავიწყეთ ბროშურების შექმნაზე მუშაობა, განვმარტეთ თუ როგორ დაეხმარება ბროშურები სასწავლო პროცესს.
დავალებად: მოვამზადოთ მასალა ბროშურებისთვის.
Sunday, October 26, 2014
ჩემი პროექტის იდეა
მოსწავლეები ეცნობიან წყლის მნიშვნელობას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის. შექმნიან ცხრილს სადაც წყლის განსაკუთრებული თვისებებია ჩამოთვლილი და იმსჯელებენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვისებებს ბუნებაში არსებული ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მსჯელობის შედეგად მოსწავლეები დაგეგმავენ პროექტს, სადაც წყლის დაბინძურების შემცირებაზე იზრუნებენ.
შექმნიან ბუკლეტებს, სადაც წარმოდგენილი იქნება თუ როგორ აბინძურებს სასმელ წყალს, ქალაქებში და სოფლებში დაგროვილი ნაგავი, სამრეწველო ნარჩენები და სხვა, ასევე ქიმიური სასუქები , რომელთაც სოფლის მეურნეობაში გამოიყენებენ ფერმერები მოსავლის ამაღლების მიზნით. შექმნილ ბუკლეტებს მოსწავლეები გაავრცელებენ ბავშვებში და მოზრდილებში, სადაც ნათლად იქნება აღწერილი წყლის დაბინძურებით გამოწვეული შედეგები.

Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანით ინტელის სასწავლო პროგრამას, გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს,სადაც პირველი სამი აქტივობა განვიხილეთ. შევქმენით ბლოგი და დავგეგმეთ მომდევნო დღის დავალება.
პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რის გამოც მომდევნო რვა დღესაც ინტერესით ველით.
პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რის გამოც მომდევნო რვა დღესაც ინტერესით ველით.
Subscribe to:
Posts (Atom)